მოკლე აღწერა
მე ვარ გიდი , რომელსაც უყვარს თავისი ქვეყანა, მისი ისტორია, კულტურა და ტრადიციები.
ჩემთვის თითოეული ტური მხოლოდ ღირსშესანიშნაობების მონახულება არ არის — ეს არის შესაძლებლობა, სტუმრებს გავუზიარო საქართველოს სილამაზე, საინტერესო ისტორიები და ადგილობრივი ცხოვრების განსაკუთრებული ხიბლი. ვარ კომუნიკაბელური, ყურადღებიანი, პასუხისმგებლიანი და ენერგიული.
ჩემი მიზანია, თითოეულ სტუმარს შევუქმნა სასიამოვნო გარემო, დაუვიწყარი შთაბეჭდილებები და საქართველოში მოგზაურობის საუკეთესო გამოცდილება.