როგორ გავწევრიანდე საქართველოს გიდების ასოციაციაში?
რას ნიშნავს იყო SAGA-ს სერტიფიცირებული გიდი - იყო SAGA-ს სერტიფიცირებული გიდი ნიშნავს იმას, რომ კანდიდატმა წარმატებით ჩააბარა 3 საკვალიფიკაციო გამოცდა, რომელიც ადასტურებს გიდის კომპეტენციას საქართველოს ისტორიისა და კულტურის, გიდის პროფესიული და საკომუნიკაციო უნარების მაღალ დონეს. სამი გამოცდა მოიცავს: პრაქტიკულ საფეხმავლო ტურს (ტარდება კანდიდატის მიერ არჩეულ უცხო ენაზე), წერილობით გამოცდასა და სატრანსპორტო ტურის (ტარდება კანდიდანტის მიერ არჩეულ უცხო ენაზე) გამოცდას. SAGA სერთიფიკატი ამჟამად წარმოადგენს უმაღლესი დონის სერთიფიკატს, რომელიც გიდს შეუძლია მიიღოს საქართველოში
როგორ გავხდე SAGA-ს სერტიფიცირებული გიდი? - საქართველოს გიდების ასოციაციის წევრობის უფლება აქვს ყველა გიდს, რომელიც მუშაობს საქართველოს მასშტაბით, წარმოადგენს საქართველოს მოქალაქეს, ან გააჩნია ბინადრობის უფლება. იმისათვის, რომ გახდეთ SAGA-ს სერტიფიცირებული გიდი, თქვენ უნდა ჩააბაროთ 3 გამოცდა, რომელიც ასახავს თქვენი, როგორც გიდის კომპეტენციას. გამოცდების წარმატებით ჩაბარების შემდგომ, თქვენ უნდა შეავსოთ საწევრო განაცხადი და გადაიხადოთ საწევრო გადასახადი, წლიური 100 ლარი.
რა სარგებელი მოაქვს SAGA-ს წევრობას? - SAGA-ს სერტიფიცირებული გიდები სარგებლობენ მთელი რიგი შეღავათებით. ასოციაცია თავის წევრებს სთავაზობს პროფესიულ ტრეინინგებს, აწყობს საინფორმაციო შეხვედრებსა და ღონისძიებებს, ახდენს წევრების პოპულარიზაციას ვებ-გვერდის მეშვეობით, რომელიც დაკავშირებულია გიდების ასოციაციების მსოფლიო ფედერაციასთან და ქმნის ერთიან ბაზას პროფესიონალი გიდებისა.
რა მოხდება, თუ ვერ ჩავაბარებ საქართველოს გიდების ასოციაციის სასერტიფიკაციო გამოცდებს? - საქართველოს გიდების ასოციაციის სერტიფიცირებული გიდები წარმოადგენენ მაღალკვალიფიციურ გიდებს, რომლებიც საქმიანობენ საქართველოში. იმ შემთხვევაში, თუ ვერ ჩააბარებთ სასერტიფიკატო გამოცდებს, გირჩევთ დაესწროთ გიდის პროფესიის შემსწავლელ კურსებს, რათა გაიუმჯობესოთ თქვენი, როგორც გიდის ცოდნა და უნარები. ასოციაცია თანამშრომლობს "ტურიზმის აკადემია ნიუკას"-ის გიდების სკოლასთან, რომელიც გთავაზობთ ტრენინგ მოდულებს ადგილობრივი პროფესიონალებისა და ტურისტული გიდების ასოციაციების მსოფლიო ფედერაციის მიერ აკრედიტებული ეროვნული ტრენერების ხელმძღვანელობით. პროფესიული ცოდნის გაუმჯობესების შემდეგ, შესაძლებელია გამოცდების გადაბარება. ხელმეორედ გამოსვლა გამოცდებზე უფასოა და ითვალისწინებს მხოლოდ იმ კონკრეტული გამოცდის/გამოცდების ხელახლა ჩაბარებას, რომელიც/რომლებიც კანდიდატმა ვერ ჩააბარა პირველ ცდაზე.