ჩვენი სიახლეები და სტატიები

ყოველთვიური სემინარები – 2016 წლის ივნისი

უაღრესად აქტიური სეზონის მიუხედავად, ჩვენ მოხარული ვართ, რომ ჩვენი ასოციაციის წევრები მაინც პოულობენ დროს ჩვენს ყოველთვიურ სემინარებზე დასასწრებად! ივნისში SAGA-მ საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკასთან ერთად უმასპინძლა სემინარს ადგილობრივი ქართული ვაზის ჯიშებისა და ტრადიციული ქართული მევენახეობის შესახებ, რომელსაც უძღვებოდა ნიკოლოზ ნატროშვილი (GWS ღვინის ქარხნის Alco-ლაბორატორიის ხელმძღვანელი). 

ყოველთვიური სემინარები – ივლისი, 2016

რა ხდის საქართველოს ასე განსაკუთრებულს?.. – ყველაზე ხშირად პასუხებია ღვინო, სამზარეულო, კულტურული მემკვიდრეობა, ტრადიციები და ლანდშაფტი. რა თქმა უნდა - პეიზაჟი!

საქართველოს ლანდშაფტის წარმოუდგენელი ნაწილია მისი გამოქვაბულები. საქართველოში გამოქვაბულების შესწავლა, მეცნიერულად ცნობილი როგორც სპელეოლოგია, ჩვენი ყოველთვიური სემინარების თემა იყო ივლისში!

საქართველო - გიდების ასოციაციების მსოფლიო ფედერაციის რიგით მე-18 კონვენციის მასპინძელი ქვეყანა - აგვისტო, 2017

ირანში გამართული კონვენციის შემდეგ, საქართველოს გიდების ასოციაცია აქტიურად მუშაობს იმისთვის, რომ 2019 წლის WFTGA კონვენცია დასამახსოვრებელი, საინტერესო და გასართობი გახდეს მონაწილეთათვის!2017 წლის აგვისტოში WFTGA -ს აღმასრულებელი საბჭო საქართველოს კონგრესის წინამოსამზადებელი სამუშაოების განხორციელების მიზნით ეწვია. საქართველოში ყოფნისას ისინი ეწვივნენ კონვენციის პრე-ტურის მიმართულებებს, შეხვდნენ საორგანიზაციო ჯგუფს და საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას.

WFTGA ტრენერთა ტრენინგი საქართველოში - მაისი, 2018

გიდების ასოციაციების მსოფლიო ფედერაციის სასწავლო პროგრამების: Hands on Tourist Guiding და Train the Trainer-ის 2 ჯგუფის სწავლება საქართველოში წარმატებით განხორციელდა.
ჩვენ ვზრუნავთ ხარისხზე და სწორედ ამიტომ მოვიწვიეთ 1 საერთაშორისო და 2 წამყვანი საერთაშორისო ტრენერი საქართველოში, რათა მომხდარიყო ეროვნული ტრენერების მომზადება, რომლებსაც შეეძლებათ მსოფლიოში აღიარებული ნორმების ადგილობრივი მასშტაბით დამკვიდრება.

გიდების ასოციაციების მსოფლიო ფედერაციის რიგით მე-18 კონვენცია, თბილისი, საქართველო - იანვარი 2019

საქართველოს გიდების ასოციაციამ წარმატებით უმასპინძლა გიდების ასოციაციების მსოფლიო ფედერაციის რიგით მე-18 კონგრესს 18th WFTGA Convention, Tbilisi, Georgia 2019,  რომლის უფლებაც ორგანიზაციამ მოიპოვა 2017 წელს, ირანის დედაქალაქ თეირანში, ისეთ ორგანიზაციებთან მოპოვებული ხმათა უპირატესობით, როგორებიცაა - ნიუ იორკისა და ტაილანდის გიდების ასოციაციები.

პროფესიული უნარების 3 დღიანი პროგრამა იმერეთის რეგიონში მოღვაწე გიდებისთვის - თებერვალი 2020

საქართველოს გიდების ასოციაციამ ქუთაისელი გიდებისთვის კომუნიკაციის და პროფესიული უნარ-ჩვევების ინტენსიური 3 დღიანი ტრეინინგ-პროგრამა განახორციელა, რომელსაც ესწრებოდნენ ადგილობრივი პრაქტიკოს გიდები კვალიფიკაციის ამაღლებისა და პროფესიული უნარების გაუმჯობესების მიზნით.

3 დღიანი უფასო ტრენინგების სერია პრაქტიკოსი გიდებისთვის - თებერვალი 2020

საქართველოს გიდების ასოციაციამ 2020 წლის თებერვალში განახორციელა გიდის კომუნიკაციისა და უნარ-ჩვევების განვითარების 3 დღიანი უფასო ტრენინგების სერია პრაქტიკოსი გიდებისთვის.

ასოციაციის აქტივობა პანდემიის დროს და ონლაინ სემინარების სერია

საქართველოს გიდების ასოციაციამ მრავალი აქტივობა განახორციელა გიდების მხარდასაჭერად პანდემიის პერიოდში. გარდა სახელმწიფოსთან შუამდგომლობისა, იმისათვის, რომ პანდემიის პერიოდში სახლში ყოფნა უფრო პროდუქტიული და საინტერესო გამხდარიყო, საქართველოს გიდების ასოციაციამ განახორციელა უფასო ონლაინ ლექციების ციკლი მრავალ საინტერესო თემატიკასთან დაკავშირებით. 

გიდების სკოლა ქუთაისში - სექტემბერი 2020

2020 წლის ზაფხულში DMO Imereti-სა და საქართველოს გიდების ასოციაციის ერთობლივი პროექტი "გიდების სკოლა" წარმატებით განხორციელდა. 

გზამკვლევი "თბილისის გიდი" - დეკემბერი 2021

2021 წლის ბოლოს საქართველოს გიდების ასოციაციისა და გიდების სკოლა "ნიუკას"-ის აკადემიურმა პერსონალმა დაასრულა მუშაობა გზამკვლევზე, სახელწოდებით "თბილისის გიდი".

 

თბილისის გიდი, 1 კვირიანი პროგრამა - ივნისი 2022

თბილისი გიდის გზამკვლევთან დაკავშირებით, 13-25 ივნისს საქართველოს გიდების ასოციაციის, ტურიზმის აკადემია Newkaz-ის ორგანიზებით და თბილისის მერიის მხარდაჭერით განხორციელდა გიდის პროფესიული უნარების ტრენინგი, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს როგორც დამწყებმა, ისე გამოცდილმა გიდებმა უსასყიდლოდ.