საქართველოს გიდების ასოციაციის შესახებ

საქართველოს გიდების ასოციაცია (საგა) დაარსდა 2010 წელს და ემსახურება ტურისტული გიდების პროფესიულ გაერთიანებას საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტების გარშემო. საგა არის გიდების ასოციაციების მსოფლიო ფედერაციის (WFTGA) წევრი 2010 წლიდან. საქართველოს გიდების ასოციაცია მხარს უჭერს სერტიფიცირებულ პროფესიონალ ტურისტულ გიდებს, რომლებიც მუშაობენ მთელი საქართველოს მასშტაბით. ასოციაცია უზრუნველყოფს პროფესიული განვითარების, ქსელის და ტრენინგების შესაძლებლობებს მისი წევრებისთვის, აკავშირებს მის წევრებს ტურიზმის ფართო ინდუსტრიასთან და თანამშრომლობს საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან და საერთაშორისო პარტნიორებთან საქართველოში ტურისტული გიდის პროფესიის პოპულარიზაციისა და გაძლიერების მიზნით.

ასოციაციის მიზანია: 

  • გადაჭრას პროფესიასთან დაკავშირებული პრობლემატური საკითხები;
  • შექმნას და განავითაროს პლატფორმა ქვეყანაში ხარისხიანი სერვისი მიწოდების მიზნით;
  • ეროვნული სტანდარტის შექმნა და დანრგვა/ადაპტირება საერთაშორისო სტანდარტებთან მიმართებაში;
  • გაზარდოს ცნობადობა პროფესიის მიმართ საქართველოში;
  • გიდის პროფესიის ხარისხის გაუმჯობესება ქვეყნის მასშტაბით;
  • გაუწიოს ლობირება ადგილობრივებს და გააძლიეროს კომუნიკაცია სახელმწიფოს ინსტიტუციებთან;
  • ხელი შეუწყოს ადგილობრივი გიდების პროფესიული კარიერის განვითარებას.

მიგვაჩნია, რომ აღნიშნული საქმიანობა მჭიდრო კავშირშია საქართველოში ტურიზმის ინდუსტრიის მდგრად და სტაბილურ განვითარებასთან. 2010 წლის აპრილიდან, საქართველოს გიდების ასოციაცია წარმოადგენს გიდების ასოციაციების მსოფლიო ფედერაციის სრულუფლებიან წევრს (World Federation of Tourist Guide Associations - wftga.org). საქართველოს გიდების ასოციაცია 2010 წლიდან ახორციელებს სტანდარტიზაციის პროცესებს და მხარს უჭერს სერტიფიცირებული პროფესიონალების საქმიანობას, ემსახურება ნეთვორქინგის და პროფესიული განვითარების შესაძლებლობების შექმნას ადგილობრივთათვის. ორგანიზაცია მჭიდროდ თანამშრომლობს საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან, საერთაშორისო პარტნიორებთან და ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებთან ტურისტული გიდების პროფესიის გაძლიერების მიზნით საქართველოში.

საგა-ს ერთ-ერთი მთავარი მიღწევა გახლავთ 2019 წლის იანვარში გიდების ასოციაციების მსოფლიო ფედერაციის რიგით მე-18 კონგრესის მასპინძლობა თბილისში.

2 კვირის მანძილზე, საქართველოს გიდების ასოციაციამ უმასპინძლა 300-ზე მეტ სართაშორისო მონაწილეს, ტურისტულ გიდებს და ტურიზმის სფეროს ექსპერტებს მსოფლიოს 57 ქვეყნიდან.

კონგრესის მთავარი მიზანი იყო გაეერთიანებინა ტურისტული გიდები მთელი მსოფლიოდან საერთაშორისო დონეზე პირდაპირი კომუნიკაციის/დისკუსიების/დიალოგების/სამუშაო შეხვედრების განხორციელების მიზნით, ერთ სივრცეში პროფესიის მხარდასაჭერად და უკეთესი განვითარების სტრატეგიის შესამუშავებლად. კონვენციის მანძილზე ასოციაციამ ორგანიზება გაუწია 3 პლენარულ სხდომას, 13 ვორკშოპს, 7 ტურს ქალაქ თბილისის, აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს მასშტაბით, საგანმანათლებლო ლექციებს, გენერალური ასამბლეასა და სხვა მნიშვნელოვან შეხვედრებს.

დეტალური ინფორმაცია გიდების ასოციაციების მსოფლიო ფედერაციის კონგრესთან დაკავშირებით იხილეთ აქ

საგა-ს ისტორია მოიცავს მრავალ წარმატებულ თანამშრომლობას დონორ, სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან პროფესიული განვითარების პროექტების მიმართულებით ისეთ რეგიონებში, როგორებიცაა: სვანეთი, ზემო იმერეთი, რაჭა და ა.შ. პროექტების საფუძველზე იქმნება ჩვენი რეგიონალური გიდების ბაზა, რომლებიც სიამოვნებით გააცნობენ სტუმრებს თავიანთ მშობლიურ კუთხეს.

დამატებითი ინფორმაცია ასოციაციის რეგიონალური აქტივობებისა და გიდების შესახებ შეგიძლიათ იხილოთ აქ.

 

დღეისათვის საქართველოს გიდების ასოციაცია აერთიანებს:

  • 100-მდე სრულუფლებიან წევრს;
  • 50-ზე მეტ რეგიონალურ წევს;
  • 20 ეროვნულ ტრენერს, აკრედიტირებულს გიდების ასოციაციების მსოფლი ფედერაციის მიერ.

2010 წლიდან მოყოლებული, ჩვენ ერთად ვმუშაობთ საქართველოში მაღალი დონის სერვისის შექმნაზე და ვამარტივებთ კომუნიკაციას პროფესიონალ გიდებსა და პოტენციურ დამსაქმებლებს/ტურისტებს შორის, რათა ქვეყნის სტუმრებისთვის საქართველოში მოგზაურობა იყოს დაუვიწყარი და დატვირთული დადემითი ემოციებით.