მოკლე აღწერა
ალვინა არის პასუხისმგებლობის მქონე და პოზიტიური ადამიანი. პროფესიონალი გიდი, რომელსაც ძალიან უყვარს თავისი სამშობლო, თავისი საქმე და სტუმრები! ფლობს კომუნიკაციის უნარ-ჩვევებს და ყოველთვის ცდილობს გაითვალისწინოს სტუმრების ინტერესები, რაც ხალხს თავს აგრძნობინებს კომფორტულად და მხიარულად.
ალვინა მეუღლესთან ერთად გეგმავს და ახორციელებს ტურებს, საკუთარი მანქანით. ისინი დაგეხმარებიან ქვეყნის კულტურისა და ტრადიციების უკეთ გაცნობაში. ასევე დაგათვალიერებინებენ ჩვენი ქალაქისა და რეგიონების ყველა კუთხეს. მათთან ერთად თქვენ გაატარებთ დაუვიწყარ დროს.