მოკლე აღწერა
ქეთი არის პროფესიონალი გიდი მრავალწლიანი გამოცდილებით. ამავდროულად, იგი გახლავთ ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი და ქორეოგრაფი, რომელიც ატარებს საავტორო ტურებს თბილისში და საქართველოს სხვა რეგიონებში. თუ გნებავთ, რომ თქვენი მოგზაურობა შემეცნებითთან ერთად იყოს ძალიან მხიარული, შემოქმედებითი, არასტანდარტული, სასიამოვნო თავგადასავლებით და ისტორიებით სავსე, მაშინ აუცილებლად უნდა გაიცნოთ ქეთი!
ის თქვენ გაზიარებთ ქართულ კულტურას, ტრადიციებს და სტუმართმოყვარეობას.