მოკლე აღწერა
ქეთი საქართველოს კულტურული ტურიზმის, ღვინისა და გასტრონომიული კულტურის პროფესიონალი გიდია. ის ასევე იურისტი, კავკასიოლოგი, უძველესი სამართლის მკვლევარი და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის საერთაშორისო ელჩი — აიელი რაინდი, ფაზისის აკადემიის წევრია.
ქეთისთან ერთად მოგზაურობა ცოდნით, მხიარული თავგადასავლებითა და დაუვიწყარი შთაბეჭდილებებით სავსე გამოცდილებაა. ის სიამოვნებით გაგიზიარებთ საქართველოს კულტურას, ისტორიას, ტრადიციებსა და ლეგენდარულ სტუმართმოყვარეობას.