მოკლე აღწერა
გიდობა ჩემთვის მხოლოდ პროფესია არ არის — ეს არის შესაძლებლობა, სხვებს გავაცნო ჩემი ქვეყანა ისეთი, როგორიც მე მიყვარს. წლების გამოცდილებამ მაჩვენა, რომ ტურიზმი მხოლოდ გადაადგილება კი არა, თავგადასავლებით სავსე შემეცნებითი მოგზაურობაა. ვცდილობ, თითოეულ სტუმარს შევთავაზო ხარისხიანი, კომფორტული და ემოციური გამოცდილება. ჩემს ტურებში მთავარი მიზანია არა მხოლოდ ლამაზი ადგილების ნახვა, არამედ საქართველოს გულით შეგრძნობა და მისი სიღრმისეული გაცნობა.