მოკლე აღწერა
ნინი არის თურქულენოვანი გიდი, რომელსაც განსაკუთრებით უყვარს კომუნიკაცია და ადამიანებთან ურთიერთობა. იგი სტუმრებს დიდი ინტერესით აცნობს აჭარის ისტორიას, კულტურასა და ტრადიციებს. თავისუფლად ფლობს თურქულ ენას, პასუხისმგებლობით ეკიდება საკუთარ საქმეს და ზრუნავს სტუმრების კომფორტზე, რათა თითოეული ტური საინტერესო, სასიამოვნო და დასამახსოვრებელი გამოცდილება იყოს.