გიდის პროფილი | რუსუდან ჩიტაძე

რუსუდან ჩიტაძე

რუსუდან ჩიტაძე

ბათუმი

phone +995577943676

email [email protected]

უკვე მრავალი წელია, სიამოვნებით ვსაქმიანობ გიდის ამაღელვებელ და თავგადასავლებით სავსე პროფესიაში, ვმოგზაურობ საქართველოს თითქმის ყველა კუთხეში და მის ფარგლებს გარეთ. მოგზაურობისა და ახალი ადგილების აღმოჩენისადმი ჩემი სიყვარული და აღფრთოვანება ბუნებრივად გადაეცემა ჩემს სტუმრებს, რაც კიდევ უფრო დიდ ბედნიერებას მანიჭებს.

უცხოელ სტუმრებს ვაცნობ ჩვენი უძველესი ცივილიზაციის ისტორიას, კულტურასა და ტრადიციებს, ხოლო ქართველ მოგზაურებს ვუზიარებ საქართველოს უცნობ-ნაცნობ ამბებსა და გამორჩეულ ადგილებს. მჯერა, რომ მოგზაურობა ადამიანს აკეთილშობილებს, ახალ გამოცდილებას სძენს და საუკეთესო თერაპიაა ყოველდღიურობისგან. განსაკუთრებით მახარებს ის ფაქტი, რომ ერთხელ შეხვედრილი სტუმრები კვლავ და კვლავ ბრუნდებიან ახალი თავგადასავლებისთვის.

ენები

ინგლისური რუსული ქართული

სფერო

აგროკულტურული არქიტექტურა გასტრონომია კულტურული მემკვიდრეობა ღვინის ტურიზმი

მიმართულებები

თბილისი მცხეთა-მთიანეთი სამცხე-ჯავახეთი შიდა ქართლი ქვემო ქართლი კახეთი იმერეთი აჭარა გურია რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთი სამეგრელო ზემო იმერეთი ზემო სვანეთი

დამატებითი სერვისები

აეროპორტის ტრანსფერი ღონისძიებების ორგანიზება