მოკლე აღწერა
გამარჯობა! მე საბა გახლავართ, 22 წლის, ენთუზიაზმითა და იუმორით მდიდარი ადამიანი, ტურისტულ ჯგუფებთან მუშაობის 5 წლიანი გამოცდილებით.
გარდა მშობლიური სვანეთისა, მაქვს ტურების განხორციელების გამოცდილება კახეთში, კონკრეტულად კი დავითგარეჯი-დოდო გარეჯი- ნათლისმცემელი-ფერადი უდაბნოების მარშრუტებზე . ჩემი ტურები ყოველთვის გამოირჩევა პოზიტიური მოგონებებით. ვფიქრობ, რომ სვანეთში გატარებული ერთი ან რამოდენიმე დღე ჩემთან ერთად მოგცემთ სვანეთის დანახვის შესაძლებლობას მრავალმხრივ ასპექტებში. ვისაუბრებთ ისტორიაზე, ლეგენდებზე და კულტურის ისეთ ელემენტებზე, როგორებიცაა: გასტრონომია, ეთნოსი, არქიტექტურა, ხელოვნება, აგროკულტურა და სხვა.
მე გელოდებით, წინ კი თავგადასავლები გველის!