მოკლე აღწერა
გამარჯობა! ასე მივესალმები ტურისტს და გამარჯვებას ვუსურვებ! ტურიზმში 2013 წლიდან ვარ. მრავალი წელი სხვადასხვა მარშრუტებზე გავატარე - საქართველოს საგზაო სერპანტინი მსუბუქი მანქანების, მიკროავტობუსებისა და ავტობუსების მრავალი ბორბლებით სხვადასხვა არაჩვეულებრივი, სასაცილო და ტრაგიკომიკული ისტორიებით დავხაზეთ.
მე წერა დავიწყე, და არა მხოლოდ ტურზმთან დაკავშირებით... ამ წლების განმავლობაში ჩემთან ძალიან საინტერესო ადამაინები ჩამოდიოდნენ, რომლებმაც ჩემი ქვეყანა ჩემი თვალებით დაინახეს, ბევრთან ახლა უკვე ვმეგობრობთ კიდევაც. მე - კულტურული ტურიზმის გიდი ვარ, თუმცა საკუთარ თავს უფრო კეთილი ნების ელჩს ვუწოდებდი. საკუთარ ქვეყანას ჩემ სტუმრებს დიდი სიყვარულითა და ინტერესით ვაცნობ.
ჩემ ტურისტებს შორის არიან როგორც ჩვეულებრივი ადამიანები, ასევე VIP ტურისტები, აგრეთვე მაქვს MICE ტურიზმში მუშაობის დიდი გამოცდილებაც.
სტუმრები მეძახიან თამის - მათთვის მე ჩემი ქვეყნის იდუმალი სილამაზის მეგზური ვარ! 🌷