მოკლე აღწერა
ჭიაბერი (Chiko) არის ინგლისურენოვანი, პროფესიონალი გიდი, მას აქვს მუშაობის გამოცდილება მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან მობრძანებულ სტუმრებთან. იგი გამორჩეულად პოზიტიური, ენერგიული და კომუნიკაბელური ადამიანია, რომელსაც უყვარს საკუთარი სამშობლო და სიყვარულით უზიარებს ინფორმაციას სტუმრებს. ჭიაბერისთვის პრიორიტეტულია, რომ თქვენი მოგზაურობა იყოს დაუვიწყარი და პოზიტიური ემოციებით აღსავსე.