მოკლე აღწერა
თუ თქვენ ეძებთ საკუთარ ქვეყანაზე და პროფესიაზე უზომოდ შეყვარებულ ადამიანს, რომელსაც მრავაწლიანი გამოცდილება აქვს ტურების დაგეგმვასა და მეგზურობაში — მაშინ თქვენ ეს ადამიანი უკვე იპოვეთ. იქნება ეს უძველესი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები, კავკასიონის მთებში დაძირული ტრადიციული სოფლები თუ სიცოცხლით სავსე ქალაქური სივრცეები, ჩემი მიზანია თქვენი მოგზაურობა ვაქციო დაუვიწყარ ისტორიად, სავსე სასიამოვნო შთაბეჭდილებებითა და ემოციებით. თუ მზად ხართ მსგავსი თავგადასვლებისთვის, დიდი სიამოვნებით გავხდები თქვენი გიდი.