მოკლე აღწერა
მოგესალმებით! მე თეა ვარ, პროფესიონალი გიდი.
ვატარებ ტურებს თბილისში და საქართველოს სხვადასხვა რეგიონში.
თუ გსურთ, თქვენი მოგზაურობა იყოს დაუვიწყარი, თავგადასავლებით სავსე, შემეცნებითი და სასიამოვნო, სიამოვნებით ვიქნები თქვენი მეგზური!
მოხარული ვიქნები, გაგიზიაროთ ქართული კულტურის, ისტორიისა და ტრადიციების საინტერესო ისტორიები, გაგაცნოთ ჩვენი ქვეყნის უნიკალური ადგილები და დაგეხმაროთ, საქართველო მთელი თავისი მრავალფეროვნებით შეიგრძნოთ.
მოდი, ერთად შევქმნათ თქვენი დაუვიწყარი ქართული თავგადასავალი!