გიდის პროფილი | თეიმურაზ ჩანტლაძე

თეიმურაზ ჩანტლაძე

თეიმურაზ ჩანტლაძე

თბილისი

phone +995593147144

email [email protected]

დავიბადე და გავიზარდე თბილისში, რომელსაც შესანიშნავად ვიცნობ. მაქვს ორი უმაღლესი განათლება და ტუროპერატორად მუშაობის გამოცდილება.

შემიძლია გაგაცნოთ თბილისის არა მხოლოდ ცნობილი ღირსშესანიშნაობები, არამედ მისი ნაკლებად ცნობილი, განსხვავებული მხარეებიც — საინტერესო ისტორიებითა და განსაკუთრებული ადგილებით, რომლებსაც ჩვეულებრივ ტურისტულ მარშრუტებში ვერ შეხვდებით.

კარგად ვიცნობ საქართველოს და თქვენი ინტერესებისა და სურვილების გათვალისწინებით შემიძლია შევადგინო საინტერესო, მრავალფეროვანი და სახალისო ტური, რომელიც თქვენს მოლოდინებს ნამდვილად გაამართლებს.

საქართველო ღვინის სამშობლოა და განსაკუთრებით მიყვარს სტუმრების საოჯახო მარნებში მიყვანა, სადაც ქართული ღვინო, ავთენტური გარემო და გულწრფელი ქართული სტუმართმოყვარეობა დაუვიწყარ შთაბეჭდილებებს ქმნის.

მჯერა, რომ თქვენი შეხვედრა საქართველოსთან განსაკუთრებული და ნამდვილად დაუვიწყარი იქნება!

ენები

რუსული ქართული

სფერო

აგროკულტურული არქიტექტურა კულტურული მემკვიდრეობა მომლოცველობა

მიმართულებები

თბილისი მცხეთა-მთიანეთი სამცხე-ჯავახეთი შიდა ქართლი ქვემო ქართლი კახეთი იმერეთი აჭარა გურია რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთი სამეგრელო ზემო იმერეთი ზემო სვანეთი

დამატებითი სერვისები

აეროპორტის ტრანსფერი ღონისძიებების ორგანიზება