გზამკვლევი "თბილისის გიდი" - დეკემბერი 2021

გზამკვლევი "თბილისის გიდი" - დეკემბერი 2021

2021 წლის ბოლოს საქართველოს გიდების ასოციაციისა და გიდების სკოლა "ნიუკას"-ის აკადემიურმა პერსონალმა დაასრულა მუშაობა გზამკვლევზე, სახელწოდებით "თბილისის გიდი".

გზამკვლევი შემუშავდა ქ. თბილისის მერიის დაკვეთით და მოიცავს მრავალ საინტერესო და აქტუალურ ინფორმაციას როგორც დამწყები, ასევე პრაქტიკოსი ტურისტული გიდებისთვის. გზამკვლევი შესანიშნავი სახელმძღვანელოა მათთვის, ვისაც უნდა შეისწავლოს ქ. თბილისისა და მისი შემოგარენის ფაქტობრივი ინფორმაცია, ისტორია, ლეგენდები, ტურისტული პოტენციალი და მარშრუტები. 

  • თანაავტორები: ქეთი მელაძე, ირინა ივანიძე, რამაზ ფარესაშვილი, თეიმურაზ ხუციშვილი, ანდრო ბარნოვი, დალი ცატავა, ანა მიქაძე, თამარ თავაძე, ტატა ლორთქიფანიძე, გიორგი დვალაშვილი, ქეთევან ახობაძე
  • ფოტოგრაფები: პაატა ვარდანაშვილი, ირმა შარიქაძე, ანა ბოგუში, იური აკოფოვი
  • რედაქტორი: ნათია ტეფნაძე;
  • რუკების ავტორი: ანა ირემაშვილი;
  • დაკაბადონება და დიზაინი: ლია არევაძე;
დიდი მადლობა საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებას, რომლის მიერ მოწოდებული საინფორმაციო მასალა პირველად გადაუდებელ დახმარებაზე ასევე ინტეგრირებულია გზამკვლევში.
აქ კი შეგიძლიათ იხილოთ რეპორტაჟები გზამკვლევის შესახებ: ლინკი 1; ლინკი 2