საქართველო - გიდების ასოციაციების მსოფლიო ფედერაციის რიგით მე-18 კონვენციის მასპინძელი ქვეყანა - აგვისტო, 2017

საქართველო - გიდების ასოციაციების მსოფლიო ფედერაციის რიგით მე-18 კონვენციის მასპინძელი ქვეყანა - აგვისტო, 2017

ირანში გამართული კონვენციის შემდეგ, საქართველოს გიდების ასოციაცია აქტიურად მუშაობს იმისთვის, რომ 2019 წლის WFTGA კონვენცია დასამახსოვრებელი, საინტერესო და გასართობი გახდეს მონაწილეთათვის!


2017 წლის აგვისტოში WFTGA -ს აღმასრულებელი საბჭო საქართველოს კონგრესის წინამოსამზადებელი სამუშაოების განხორციელების მიზნით ეწვია. საქართველოში ყოფნისას ისინი ეწვივნენ კონვენციის პრე-ტურის მიმართულებებს, შეხვდნენ საორგანიზაციო ჯგუფს და საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას.

ვიზიტიდან 1 კვირის განმავლობაში, ExBo-მ გაუზიარა ცოდნა და საერთაშორისო გამოცდილება საქართველოს გუნდს და გაუზიარა რჩევები კონგრესის უმაღლეს დონეზე განხორციელების მიზნით.


ჩვენ მოუთმენლად ველით კოლეგებს მთელი მსოფლიოდან, რათა ისინი გაეცნონ ქართულ სტუმართმოყვარეობასა და კულტურას, განიცადონ დახვეწილი ქართული ღვინის, კერძებისა და სუფრის ფენომენი - სუფრა, რომელიც შეტანილია იუნესკოს არამატერიალური მემკვიდრეობის სიაში!


აღნიშნული ვიზიტის ბოლოს WFTGA-ს აღმასრულებელი საბჭოს წევრები გაეცნენ ნაწილს იმ გამორჩეული აქტივობებისა, რომლებიც ჩვენ დაგეგმილი გვაქვს უშუალოდ კონგრესის ფარგლებში.


კოლეგები მთელი მსოფლიოდან საქართველოს 2019 წლის იანვარში ესტუმრებიან.