მოკლე აღწერა
თუნარი არის პასუხისმგებლიანი და კომუნიკაბელური გიდი. ის მარტივად ამყარებს ურთიერთობას ადამიანებთან და გამოირჩევა თავაზიანი დამოკიდებულებითა და პოზიტიური ენერგიით. ტურიზმის სფეროს მიმართ დიდი ინტერესი აქვს და მუდმივად ცდილობს პროფესიულ განვითარებას.
თუნარი სხვადასხვა ადამიანთან მუშაობის დროს არის მშვიდი, მომთმენი და ყურადღებიანი. ის ყურადღებით უსმენს ტურისტებს, ცდილობს მათთვის ზუსტი და გასაგები ინფორმაციის მიწოდებას. სტუმრებთან ურთიერთობისას არის მეგობრული და ღიმილიანი და მათ კომფორტსა და უსაფრთხოებას ყოველთვის პრიორიტეტად მიიჩნევს.