09 ივლისი 2024
ასოციაციის აქტივობა პანდემიის დროს და ონლაინ სემინარების სერია
საქართველოს გიდების ასოციაციამ მრავალი აქტივობა განახორციელა გიდების მხარდასაჭერად პანდემიის პერიოდში. გარდა სახელმწიფოსთან შუამდგომლობისა, იმისათვის, რომ პანდემიის პერიოდში სახლში ყოფნა უფრო პროდუქტიული და საინტერესო გამხდარიყო, საქართველოს გიდების ასოციაციამ განახორციელა უფასო ონლაინ ლექციების ციკლი მრავალ საინტერესო და აქტუალურ თემატიკასთან დაკავშირებით.
გიზიარებთ რამოდენიმე მათგანის ჩანაწერებს:
-
პანდემიები, რომლებმაც შეცვალეს ცივილიზაციების ისტორია; ცივილიზაციების გადატვირთვა-პანდემია ბატონ რამაზ ფარესაშვილთან ერთად - ლინკი
- როგორ ებრძოდნენ პანდემიებს მე-19 და მე-20 საუკუნის თბილისში , თამარ თავაძე - ლინკი
- ბუნების მადლი ჩვენი ჯანმრთელობისთვის, ინგა ბაშაროვი - ლინკი
- ვირუს კოვიდ 19-ის სიმპტომები და პრევენციული ღონისძიებები - ლინკი
- მირიან მეფის დაბნელება, გიორგი რამიშვილი - ლინკი
- ჰერბალისტიკა და მცენარეთა სასარგებლო თვისებები, ინგა ბაშაროვი - ლინკი
- ქართული ტრადიციული მუსიკა და ტურიზმი - ლინკი
- რეპორტაჟი საფრანგეთიდან - გარი საფარიანი, საფრანგეთის ეროვნული აკრედიტირებული გიდი-ლექტორი და თარჯიმანი, გიდების ეროვნული ფედერაციის სრულუფლებიანი წევრი - ლინკი
- საქართველოს ბიომრავალფეროვნება და დაცული ტერიტორიები - საქართველოს დაცული ტერიტორიების სააგენტოს დაგეგმვისა და განვითარების სამსახურის უფროსი, ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორის ნატა სულთანიშვილი - ლინკი
- შეხვედრა თამარ ლორთქიფანიძესთან თემით "თბილისის საზოგადოებრივი ბაღები." - ლინკი და ა.შ.
გარდა ამისა, პანდემიის პერიოდში, საგა აქტიურად ლობირებდა სახელმწიფოსთან მიმართებაში გიდების მხარდაჭერისა და კომპენსაციის გაცემის კუთხით. ასოციაციის მიერ გაცემული ცნობები გახდა ოფიციალური დოკუმენტი ფრილანსერი გიდებისთვის, რომლებიც ვერ ადასტურებდნენ საკუთარ საქმიანობას. საბოლოო ჯამში, ასოციაციის მიერ გაიცა რამდენიმე ასეული ცნობა როგორც ასოციაციის წევრი და სხვადასხვა პროექტების კურსდამთავრებული გიდებისთვის რეგიონებში, ასევე არაწევრი გიდებისთვისაც მთელი საქართველოს მასშტაბით.