გიდების ასოციაციების მსოფლიო ფედერაციის რიგით მე-18 კონვენცია, თბილისი, საქართველო - იანვარი 2019

გიდების ასოციაციების მსოფლიო ფედერაციის რიგით მე-18 კონვენცია, თბილისი, საქართველო - იანვარი 2019

საქართველოს გიდების ასოციაციამ წარმატებით უმასპინძლა გიდების ასოციაციების მსოფლიო ფედერაციის რიგით მე-18 კონგრესს 18th WFTGA Convention, Tbilisi, Georgia 2019,  რომლის უფლებაც ორგანიზაციამ მოიპოვა 2017 წელს, ირანის დედაქალაქ თეირანში, ისეთ ორგანიზაციებთან მოპოვებული ხმათა უპირატესობით, როგორებიცაა - ნიუ იორკისა და ტაილანდის გიდების ასოციაციები.

კონგრესის მიმდინარეობის 3 კვირის მანძილზე, ჩვენ ვუმასპინძლეთ 300-ზე მეტ საერთაშორისო მონაწილეს, ტურისტულ გიდებს და სფეროს პროფესიონალებს მსოფლიოს 57 ქვეყნიდან.

კონვეციის მთავარი მიზანი გახლდათ გაეერთიანებინა როგორც ტურისტული გიდები და სფეროს პროფესიონალები მთელი მსოფლიოდან, ასევე პარტნიორები და სექტორის მეგობრები ღია დიალოგის ფორმატში, ერთ ჭერქვეშ, რათა ერთობლივად მომხდარიყო აქტუალური საკითხების განხილვა პროფესიასთან მიმართებაში, დასახულიყო უკეთესო სტრატეგიები განვითარებისთვის და გაძლიერებულიყო ნეთვორქინგის სისტემა საერთაშორისო დონეზე. კონგრესის მანძილზე წარმატებით ჩატარდა:

  • მსოფლიო ფედერაციის გენერალური ასამბლეა, მათ შორის ახალი აღმასრულებელი საბჭოს და კონგრესის შემდგომი მასპინძლების არჩევნები;
  • 3 პლენარული სესია;
  • მრავალი ვორკშოპი;
  • აღმასრულებელი საბჭოს და ტრენერთა დივიზიის სამუშაო შეხვედრები; 
  • თბილისის 7 საფეხმავლო ტური; 
  • პრე და პოსტ კონგრესის ტურები აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს მასშტაბით;
  • საგანმანათლებლო და გასართობი ლექციები/შეხვედრები და სხვა მრავალი აქტივობა.