
09 ივლისი 2024
გიდების სკოლა ქუთაისში - სექტემბერი 2020
2020 წლის ზაფხულში DMO Imereti-სა და საქართველოს გიდების ასოციაციის პირველი ერთობლივი პროექტი "გიდების სკოლა" წარმატებით განხორციელდა.
პროექტის შედეგად იმერეთის რეგიონში 20 გიდი კულტურული, გასტრონომიული და ღვინის გიდი მომზადდა, რომლებმაც გაიარეს სწავლება WFTGA-ს სტანდარტების მიხედვით, როგორც პროფესიული უნარების, ასევე ფაქტობრივი მასალის კუთხით.
პროგრამამ 3 თვის მანძილზე მოიცვა როგორც დასავლეთი, ასევე აღმოსავლეთ საქართველოს თეორიული და პრაქტიკული სწავლება.