09 ივლისი 2024
პროფესიული უნარების 3 დღიანი პროგრამა იმერეთის რეგიონში მოღვაწე გიდებისთვის - თებერვალი 2020
საქართველოს გიდების ასოციაციამ ქუთაისელი გიდებისთვის კომუნიკაციის და პროფესიული უნარ-ჩვევების ინტენსიური 3 დღიანი ტრეინინგ-პროგრამა განახორციელა, რომელსაც ესწრებოდნენ ადგილობრივი პრაქტიკოს გიდები კვალიფიკაციის ამაღლებისა და პროფესიული უნარების გაუმჯობესების მიზნით.
"ინიციატივა საქართველოს გიდების ასოციაციის თავმჯდომარეს ქალბატონ ქეთი მელაძეს ეკუთვნის, რომელმაც შემოგვთავაზა სრულებით უსასყიდლოდ ჩაეტარებინა მნიშვნელოვანი და საინტერესო სასწავლო კურსი ადგილობრივი გიდებისათვის, რომელიც ხელს შეუწობს მათი კვალიფიკაციის ამაღლებასა და პროფესიული უნარების დახვეწას. DMO Imereti-ს სახელით მსურს მადლობა გადავუხადო ქალბატონ ქეთის და ზოგადად საქართველოს გიდების ასოციაციას ამ გადაწყვეტილებისთვის, რადგან ვთვლი, რომ მათი მხრიდან ეს იყო პროფესიონალიზმისა და საქმისადმი დამოკიდებულების უმაღლესი პილოტაჟი. ჩვენთვის პატივია ვიყოთ ამ ორგანიზაციის და კონკრეტულად ამ ინიციატივის პარტნიორები და ხელშემწყობები და ვიმედოვნებ, რომ მომავალშიც გავაგრძელებთ ურთიერთთანამშრომლობას და არა ერთ საინტერესო პროექტს განვახორციელებთ", - განაცხადა DMO Imereti-ს ხელმძღვანელმა ტატო ლილუაშვილმა.
"კომუნიკაცია და გიდის უნარ-ჩვევები, რაც პირველყოვლისა, სჭირდება გიდს პროფესიონალად ჩამოყალიბებაში.
ასოციაციის მიზანია, რაც შეიძლება ბევრმა მოქმედმა გიდმა გაიაროს საერთაშორისო სტანდარტი. გიდის უნარ-ჩვევების თუნდაც მოკლევადიანი კურსი აძლევთ საშუალებას დანერგონ და გამოიყენონ გიდის პრაქტიკაში", - აცხადებს საქართველოს გიდების ასოციაციის თავმჯდომარე ქეთი მელაძე.
კომუნიკაციის უნარ-ჩვევების ინტენსიური პროგრამა DMO Imereti-ს სატრენინგო სივრცეში 2020 წლის თებერვალში განხორციელდა 35 გიდისთვის.