04 ივლისი 2024
WFTGA ტრენერთა ტრენინგი საქართველოში - მაისი, 2018
გიდების ასოციაციების მსოფლიო ფედერაციის სასწავლო პროგრამების: Hands on Tourist Guiding და Train the Trainer-ის 2 ჯგუფის სწავლება საქართველოში წარმატებით განხორციელდა.
ჩვენ ვზრუნავთ ხარისხზე და სწორედ ამიტომ მოვიწვიეთ 1 საერთაშორისო და 2 წამყვანი საერთაშორისო ტრენერი საქართველოში, რათა მომხდარიყო ეროვნული ტრენერების მომზადება, რომლებსაც შეეძლებათ მსოფლიოში აღიარებული ნორმების ადგილობრივი მასშტაბით დამკვიდრება.
პირველი ჯგუფისთვის სწავლება 2017 წლის დეკემბერში ჩაატარა WFTGA-ის წამყვანმა საერთაშორისო ტრენერმა უკრაინიდან - გენადი ჩუდნოვეტსმა, სადაც მონაწილეობა მიიღო ასოციაციის 12-მა რუსულენოვანმა წევრმა. შედეგად საქართველოს გიდების ასოციაციას დაემატა 12 WFTGA სერტიფიცირებული რუსულენოვანი ტურისტული გიდი, ხოლო მათ შორის 10-მა მოიწოვა WFTGA-ს აკრედიტირებული ეროვნული ტრენერის სტატუსი.
2018 წლის აპრილში კალიოპე პანოუ (საერთაშორისო ტრენერი) და სტივ მაკაული (აღმასრულებელი საბჭოს წევრი, წამყვანი საერთაშორისო ტრენერი და WFTGA ტრენინგის განყოფილების ხელმძღვანელი) ეწვივნენ თბილისს და ჩაატარეს HOT და TtT ამჯერად უკვე ინგლისურენოვანი წევრებისთვის. სწავლების პირველი ნაწილი ყველა მსმენელმა წარმატებით დაასრულა. ხოლო საქართველოს გიდების ასოციაციის ტრენერების დივიზიას კი 12 ახალი ეროვნული ტრენერი შეემატა.
გვინდა დიდი მადლობა გადავუხადოთ ჩვენს სპონსორს - საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას (GNTA).
ტრენინგის დასასრულს საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ბ-ნმა გიორგი ჩოგოვაძემ და საქართველოს გიდების ასოციაციის პრეზიდენტმა, ქალბატონმა ქეთევან მელაძემ მიულოცეს წარმატებული სწავლება ყველა მსმენელს და გადასცეს გიდების ასოციაციების მსოფლიო ფედერაციის მიერ გაცემული სერტიფიკატები.
დიდი მადლობა WFTGA-ს აღმასრულებელ საბჭოს და სასწავლო განყოფილებას ჩვენი ტურისტული გიდების პროფესიონალიზმზე ზრუნვისთვის.